ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge

George Gach
2017年04月03日
  • 4.3 MB

    ファイルサイズ

  • Android 4.1+

    Android OS

このქართული კლავიატურა ჻ Anbani.geについて

グルジア語のアルファベットのすべての文字をキーボードのみがサポートされています!

჻ გაითვალისწინეთ, რომ კლავიატურა შეიქმნა მხოლოდ ქართული ანბანის ენთუზიასტებისთვის და არ ითავსებს უნივერსალური კლავიატურის სხვადასხვა ფუნქციებს (ემოჯი, სიტყვების კარნახი...) რასაც სხვა თანამედროვე კლავიატურები უზრუნველყოფენ.

჻ ანბანის კლავიატურა იდეალურად მუშაობს Gboard-თან ერთად

* * *

Anbani.ge წარმოგიდგენთ - პირველ სრულ ქართულ კლავიატურას Unicode®-ის ყველა ქართული წარმოშობის სიმბოლოს მხარდაჭერით.

ანბანის კლავიატურის მიზანია ქართული ანბანის სრული ინტეგრაცია არსებულ ციფრულ რეალობაში. იგი შეიცავს სხვადასხვა სტილის როგორც ერთ-რეგისტრიან (უნიკამერულ) ისევე ორ-რეგისტრიან (ბიკამერულ) გაწყობებს, რომლებიც დღესდღეობით გამოიყენება და აქამდე არ არსებობდა მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა.

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" - ამ დევიზით შევიდა ქართული ანბანი იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობათა რიგებში. ანბანის კლავიატურაც სწორედ იმ ქართველი ენთუზიასტებისთვისაა, რომელთა სურვილია ამ კულტურის მთლიანობის დაცვა და ხელშეწყობა.

ანბანის კლავიატურის ღირსშესანიშნაობები

჻ სრული ქართული ანბანის პაკეტი

჻ მაქსიმალურად გამარტივებული საინსტალაციო პროცესი (დეტალური ვიდეო ინსტრუქციით)

჻ მატერიალური დიზაინის სასიამოვნო იერი

჻ გამორჩეული სიმჩატე და წარმადობა ძველ ანდროიდ მოწყობილობებზეც კი

ანბანის კლავიატურა შეიცავს შემდეგ გაწყობებს

჻ სრული მხედრული

჻ ასომთავრული

჻ სასწავლო ასომთავრული - პატარა მხედრული აღნიშვნებით (იხ. სურათებში)

჻ სასწავლო ნუსხური -

჻ ლათინური

჻ კირილიცა (რუსული)

ანბანის მეშვეობით შესაძლებელია ორ-რეგისტრიანი (ბიკამერული) წერაც. მაღალი რეგისტრი აქტიურდება Shift ⬆ ღილაკით.

჻ ასომთავრულ-მხედრული (შანიძისეული - Ⴀნბანი)

჻ ასომთავრულ-ნუსხური (ხუცური - Ⴀⴌⴁⴀⴌⴈ)

ანბანის კლავიატურა აღჭურვილია ძველ-ქართული და მეგრულ-ლაზურ-სვანური სიმბოლოებითაც. მათი აქტივაცია ნებაყოფლობითია კლავიატურის პარამეტრებიდან.

თუ დამატებითი კლავიატურების აქტივაციისას შეგექმნებათ პრობლემა, მიმართეთ "ვიდეო ინსტრუქციას" (მთავარი მენიუდან) ადაპტირებული თქვენი ოპერაციული სისტემისთვის. ფუნქციური კლავიშების შესაძლებლობების სანახავად გახსენით "ღილაკების აღწერა".

❗ Huawei-ის ზოგიერთი მოდელის კლავიატურის სისტემური იმპლემენტაცია არასრულია რის გამოც ანდროიდ სტანდარტების კლავიატურები სწორად არ მუშაობენ (Gboard, AOSP Keyboard). ანბანის კლავიატურა ანდროიდ სტანდარტების მიხედვითაა აგებული რის გამოც დამატებითი კლავიატურების არჩევისას მენიუ ცარიელია. სამწუხაროდ, პრობლემის სტანდარტული გადაწყვეტა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

჻ პროექტის ავტორი - გიორგი გაჩეჩილაძე © anbani.ge

჻ კითხვებისა და კლავიატურის დახვეწის რჩევების შემთხვევაში დამიკავშირდით 📧 [email protected]

もっと見る

最新バージョン 1.0.4.Release の更新情報

Last updated on 2017-04-03
მეგობრებო, შეფასების დატოვებამდე გთხოვთ გადაიკითხოთ აპლიკაციის აღწერა და მიზანი რასაც იგი ემსახურება. გმადლობთ!

* * *

Ⴅ.1.0.4
჻ დაემატა სასწავლო ნუსხა-ხუცური და კირილიცა (რუსული) კლავიატურები
჻ სხვა წვრილმანი ცვლილებები და შესწორებები

წინა ვერსიები
჻ დაემატა ტაქტილური უკუკავშირი (ვიბრაცია) კლავიშების აკრეფისას
჻ დაემატა დაინსტალირების ვიდეო ინსტრუქცია
჻ დაემატა სასწავლო (ასომთავრული) კლავიატურა
もっと見る

ビデオとスクリーンショット

  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge ポスター
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge スクリーンショット 1
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge スクリーンショット 2
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge スクリーンショット 3
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge スクリーンショット 4
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge スクリーンショット 5
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge スクリーンショット 6
  • ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge スクリーンショット 7

ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge APK 情報

最新バージョン
1.0.4.Release
カテゴリー
仕事効率化
Android OS
Android 4.1+
ファイルサイズ
4.3 MB
開発者
George Gach
APKPure で安全で高速な APK のダウンロード
APKPure は署名検証を使用して、ウイルスフリーの ქართული კლავიატურა ჻ Anbani.ge APK ダウンロードを保証します。
APKPure アイコン

APKPureアプリで超高速かつ安全にダウンロード

Android で XAPK/APK ファイルをワンクリックでインストール!

ダウンロード APKPure
thank icon
We use cookies and other technologies on this website to enhance your user experience.
By clicking any link on this page you are giving your consent to our Privacy Policy and Cookies Policy.
Learn More about Policies