პროექტი “ინტერაქტიული წიგნები”, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ მიერ განხორციელდა. პროექტის პირველ ეტაპზე, მონაწილეებმა შეისწავლეს Unity-ში ინტერაქტიული პროგრამების შექმნა. მეორე ეტაპზე კი, მწერლებთან და ილუსტრატორებთან თანამშრომლობითა და გამოცდილი მენტორების დახმარებით, შექმნეს ინტერაქტიული წიგნები.
Kami gunakan kuki dan teknologi yang lain pada laman web ini untuk menambah baik pengalaman anda. Dengan klik mana-mana pautan pada halaman ini, anda bersetuju dengan Dasar Privasi dan Dasar Kuki kami.